თელავის მეორე და ნაფარეულის საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოეწყო
თელავის N2 და ნაფარეულის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის განმარტებით, სველი წერტილები სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც მოეწყო.


„მეორე სკოლაში გვქონდა გარესაპირფარეშო და შენობაში შევიტანეთ. ყველაფერი გაკეთდა თანამედროვე სტანდარტებით. საპირფარეშო მოეწყო ცალკე გოგონებისთვის, ბიჭებისთვის, პედაგოგებისთვის და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მსგავსი ტიპის საპირფარეშოები მოეწყო ნაფარეულის სკოლის სანიორეს კორპუსშიც. ამ ეტაპზე საპირფარეშოების მოწყობას ვგეგმავთ მეშვიდე სკოლაშიც. გვინდა იქაც თანამედროვე ტიპის გაკეთდეს. ასევე შეიცვლება საკანალიზაციო სისტემაც. ეს არის ოთხსართულიანი შენობა. გვინდა მშენებელთან მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ, რომ ორ სართულზე სარემონტო სამუშაოები დღის მეორე ნახევარში ჩატარდეს, ორზე კი სასწავლო პროცესი ჩვულებრივ გაგრძელდეს. ასევე მეხუთე სკოლაში იგეგმება საპირფარეშო კაბინების კარების შეცვლა და სახურავის შეკეთება. სასწავლო პროცესს ხელი არც აქ შეეშლება.“ - განუცხადა speqtri.ge-ს ლევან მრელაშვილმა.

მეორე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ცენტრალური ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა, ხოლო ნაფარულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 36 082 ლარი დაიხარჯა.




| Print |
FaceBook Twitter Google