ყვარელსა და ლაგოდეხში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა
კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა  გაიზარდა.  COVID- 19 ყვარელში ერთ- ერთ ადგილობრივს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
კორონავირუსი დაუდგინდა ასევე ლაგოდეხში მცხოვრებ  კიდევ ერთ ადამიანს. ის აჭარიდან სტუმრად ჩამოსული ოჯახის კლასტერის კონტაქტია.  დაინფიცირებულებს სპეციალიზირებულ კლინიკაში დღესვე გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google