კახეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა ვირუსი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას არ გასცემს. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაში 165.

| Print |
FaceBook Twitter Google