ხვალ კახეთში სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  26 სექტემბერს კახეთში და საქართველოს მთიან რეგიონებში შესაძლებელია  ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google