თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში, რთველში სამუშაოდ ადამიანები გადაჰყავდა, ცემენტის ბოგირს შეეჯახა და გადატრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლისა და თელავის კლინიკებში გადაიყვანა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს უფროსის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, კლინიკაში რვა ადამიანია მოთავსებული, აქედან ორ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მცირეწლოვანი ბავშვი კი თბილისის შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google