დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.


გადმოცემის თანახმად, შაჰ-აბასმა ტყვეობაში მყოფ დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იმის გამო, რომ მან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა, დედოფალი წამებით მოკლეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). ქეთევან დედოფალი 1624 წლის 12 სექტემბერს აწამეს. წმინდა დედოფლის ხსენება ეკლესია–მონასტრებში 13 (ახალი სტილით 26) სექტემბერს აღესრულება.

| Print |
FaceBook Twitter Google