პაციენტებიდან 19კრიტიკულად მძიმეა , მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა- მარინა ენდელაძე
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევაა, აქედან 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა.

„ქვეყანაში დღეისათვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული, გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად, მკურნალობას გადის 3 149 პაციენტი. მათი უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით - ბინაზე, თვითიზოლაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 19, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, აჭარაში 166 პაციენტია, იმერეთში - 55, თბილისში - 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, გურიაში - 9, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კი 1-1 პაციენტი. ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 კოვიდინფიცირებული, მათი უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა და გვყავს 2 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google