შატილის ავარიისას დაშავებული პაციენტები კლინიკიდან გაწერეს
საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე ადამიანი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„როცა შემოიყვანეს კლინიკაში, მათგან ორი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. დაახლოებით 48 საათის განმავლობაში წნევა არ იზომებოდა. ღვთის წყალობაა, რომ 33-ე დღეს მათ კლინიკა დატოვეს. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა, ერთ-ერთს ხერხემლის სვეტი ჰქონდა დაზიანებული, სამივეს ჰქონდა მძიმე ტრავმული დაზიანება ძვალ-სახსროვანი სისტემის. საბედნიეროდ, სამივე გადარჩა, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დასჭირდებათ, მაგრამ გამოჯანმრთელებულები წავიდნენ კლინიკიდან“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიისას 17 ადამიანი გარდაიცვალა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google