სოფელ ჭანდარში შუახნის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში თანასოფლელმა თანასოფლელი ცეცხლასროლი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შუახნის მამაკაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყანილი. როგორც speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

-„მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება ორივე წვივის არეში, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-აღნიშნა ორველაშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჭანდარში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.


| Print |
FaceBook Twitter Google