გურჯაანის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, სავარაუდოდ, იზოლაციაში არიან
Speqtri.ge-ს წყაროს ინფორმაციით, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც პერსონალი თვითიზოლაციაშია. საკითხის გასარკვევად მისულებს აღნიშნული სამსახურის კარი დაკეტილი დაგვხვდა.

ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა ხელმძღვანელმა მანანა გოგაშვილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსთან გადაგვამისამართა. ამ თემაზე შეფასება არც ნელი ხიზანიშვილმა გააკეთა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, საკთხთან დაკავშირებით რეზიუმეს ამზადებს და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

როგორც speqtri.ge-სთვის გახდა ცნობილი, ინფიცირებული საარჩევნო პროცესებშიც იყო ჩართული და არაერთ მოქალაქესთან ჰქონდა შეხება. ის სოფელ ველისციხის მკვიდრია და პარალელურად თელავის ევექსის კლინიკაშიც მუშაობს. 

| Print |
FaceBook Twitter Google