შევქმენით გარემო, რომ ყურძენი ჩაბარდებოდა ღირსეულად - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპექტაკლების დადგმის მცდელობის" მიუხედავად, რთველი კახეთის რეგიონში წარმატებით დასრულდება.
“ჩვენ შევქმენით ის გარემო, რომ კილოგრამი ყურძენი ჩაბარდებოდა ღირსეულად და მოსახლეობა მიიღებდა ანაზღაურებას. ამ გამოწვევების ფონზე ეს ასეც არის, შევძელით. რთველი ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება. კახეთში, დაახლოებით 240 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშვდა. დღეისათვის არაებული სიმძლავრეები აღემატება ჩაბარების დღიურ რაოდენობებს და რამდენიმე დღეში კახეთში, ძირითადი ყურძნის ჩაბარების დიდი ნაწილი უკვე დასრულდება.

რაც შეეება ინციდენტებს, რომელიც ხდება ხოლმე და სამწუხაროდ, მცდელობები პოლიტიზების არის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, წინა წლებში ვსაუბრდოთ, რომ ნუ დავძაბავთ, პოლიტიკურ სპექტაკლად ნუ ვაქცევთ იმას, რაც ასეთი მნიშვნენლოვანი და მგზნობიარეა ჩვენი მოსახლეობისთვის და ღირებულია იმიტომ, რომ რთველი უკავშირდებოდა ქართველი ადამიანისთვის ძალიან ემოციურ ბევრ მომენტს- მოსავლის აღებას, მთელი წლის შრომის რაღაც შედეგის მიღებას და ამ თემის პოლიტიზება ადამიანის გრძნობებზე თამაში ამორალურია.

აკურაში იყო ინციდენტი, რომელიც შეიძლება იმ ადამიანს კახეთში იცნობდნენ, რომ არ აქვს ვენახი. აპროტესტებდა იმას რაც არ ეხებოდა საერთოდ. მცდელობა იყო გზის გადაკეტვის ჩვენ დავინახეთ ის ძარა, ტრაქტორი შემდეგში, რომელიც ამოყირავდა იყო ცარიელი. ასეთი სპექტაკლების მომსწრენი სამწუხაროდ, წინა წლებშიც ვიყავით, წელსაც არის , მაგრამ ერთი რამ არის ცხდადი და ნათელი - რთველი დამთავრდება, ყველა ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას.”- განაცხადა მინისტრმა.


| Print |
FaceBook Twitter Google