თელავში საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა
თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექთანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ახლა ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.
კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ კაცსაც. ის არსებულ კლასტერს განეკუთვნება. პაციენტი ლაგოდეხის ცხელების ცენტრში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამყოფილებელია.

მესამე შემთხვევა კი ყვარელს უკავშირდება. დაინფიცრებული ქალი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში უკვე მოათავსეს. 

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID- 19-ის 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.


| Print |
FaceBook Twitter Google