კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა
სექტემბრის თვეში საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოვლინეს. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 28 ფაქტი, იმერეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, აჭარაში - 11, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 9, მცხეთა მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 1.

სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 265 მ3-მდე ხე-ტყე.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
| Print |
FaceBook Twitter Google