კახეთში 247 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით 74 ათასი ტონა გურჯაანშია მოკრეფილი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი - 60 ათასი ტონა, თელავი - 40 ათასი ტონა, სიღნაღი - 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, ახმეტა - 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,4 ათასი ტონა.

გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /