ველისციხის სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, სადაც მე-9 კლასელი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები და დერეფნები. დაინფიცირებული ბიჭის თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ.

მოხდება თუ არა ამ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადასვლა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაინფიცრებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google