საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ოქტომბრამდე საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ - ს გადააჭარბოს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google