მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები
ყველა პირი, რომელიც საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციაშია, აღწერილია. როგორ მოხდება მათი საარჩევნო პროცესში ჩართვა, ამაზე ცესკოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თითიზოლაციაში ბევრი პირი არ იმყოფება და ყველა მათგანი აღრიცხულია ოჯახის ექიმებისა და ჯანდაცვის რგოლის მიერ.
„თვითიზოლაციაში დღეს ქვეყანაში არ არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. ყველა არის აღრიცხული. ეს იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. რაც შეეხება მკურნალობის ქვეშ მყოფ პიროვნებებს, ამაზე არაფერი იცვლება. შარშან და შარშანწინაც არჩევნების დროს სავადმყოფოში ვიღაც ყოველთვის იყო“,– განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google