პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
დღეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსლან გარსევანიშვილი გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

მან დამსწრე საზოგადოებას პარტიის პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
„ ხალხს ვესაუბრე, მოვისმინე მათი პრობლემები. ყველაგან ერთი და იგივე მდგომარეობაა როგორც გურჯაანში, ასევე საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ჩხორუწყუსა და თბილისში. აქ განსხვავებაა მხოლოდ სოფელი და ქალაქი. ვისაუბრეთ სამართლიანობის აღგენაზე, რომელიც ყველას აწუხებს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე , შევეხეთ მეწარმეობის განვითარებას, განათლების სისტემას და ა.შ. იმედია, 31 ოქტომბერს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. “

| Print |
FaceBook Twitter Google