სოფელ უდაბნოსა და სანავარდოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია,რომ უწყებაში აღნიშნულის შესახებ შეტყობინება დღეს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს,"- ნათქვამია განცხადებაში
| Print |
FaceBook Twitter Google