შესაძლოა სოფელი ერისიმედი საკარანტინე ზონად გამოცხადდეს
მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის მიზნით, შესაძლოა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი კარანტინის ზონად გამოცხადდეს. გადაწყვეტილება დღის ბოლომდე მიიღებენ.

პრევენციული ღინისძიების გატარების მიზეზი დაინფიცირებული კაცია, რომელსაც სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა შეხება. პაციენტს თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.  

ეპიდემიოლოგებმა სოფლის ყველა მკვიდრს ანალიზი აუღეს,  პასუხები ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.


| Print |
FaceBook Twitter Google