წელს გურჯაანი "ღვინის ფესტივალს" აღარ უმასპინძლებს
წელს გურჯაანში ,,ღვინის ფესტივალი“ აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
ცნობისთვის, ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება. მისი მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა.

ფესტივალზე წარმოდგენილია ხოლმე ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, სოფლის ნობათი, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები
| Print |
FaceBook Twitter Google