კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც გართულებები არ აღენიშნებათ სახლში იმკურნალებენ-ეკატერინე ტიკარაძე
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც გართულებები არ აღენიშნებათ და რისკ–ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, სახლის პირობებში იმკურნალებენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.  მისივე განმარტებით, ინფიცირებული პაციენტის ბინაზე მკურნალობის ან კოვიდკლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას, მისი მკურნალი ექიმი იღებს.

„არის ძალიან ბევრი კრიტერიუმი კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი პაციენტი რჩება სახლში, რომელი გადადის კოვიდსასტუმროში, ან საავდამყოფოში. სახლში მყოფ პაციენტს, იმ შემთხვევაში თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდება, 112–ს გამოიძახებენ და გადაუყვანენ ჰოსპიტალში, ან კოვიდსასტუმროში“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 12 272-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 6 538. გარდაცვლილთა რაოდენობა 91–მდე გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google