სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილობრივების თქმით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ- ერთი მეზობელი სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდა.

ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google