სოფელ იყალთოში ავარიისას დაშავებული 37 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა. როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, 37 წლის ახალგაზრდას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
“ძალიან ძლიერი სისხლდენა იყო , აგრეთვე ტრავმული შოკი, მოხდა ქირურგიულ ჩარევა თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. მძღოლი, რომელიც სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.


| Print |
FaceBook Twitter Google