თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა.  ინფიცირებული ქალი, კისისხევის სამარშუტო ტაქსის მძღოლის მეუღლეა.
ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, თელავის სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ჯამში, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 96 შემთხვევა ფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google