კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მიუხედავად, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მიუხედავად, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას.

რაც შეეხება კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები, საჭიროების შემთხევაში დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის. ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2200-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მკურნალობა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობა კი სპეციალურად შექმნილი რეანიმატოლოგების ჯგუფის მეთვალყურეობით ხორციელდება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 521 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 159 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 109 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1393 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.