საუბნო კომისიაში დასაქმებულები უმუშევრობის 200 ლარიან კომპენსაციას მაინც მიიღებენ
მთავრობის გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის 200 ლარიან კომპენსაციას მაინც მიიღეებენ.
„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,“-აღნიშნულია მთავრობის  დადგენილებაში. დადგენილება 13 ოქტომბერს მიიღეს.


| Print |
FaceBook Twitter Google