თელავის l სკოლის პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა
თელავის l საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია.
სკოლის სხვა პედაგოგებს კი მასობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ.

ჯამში, კახეთის რეგიონში covid-19-ის 150-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეპიდემიოლოგების თქმით, რეგიონში არსებული სიტუაცია მართვადია, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google