საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა
დადასტურდა. კორონავირუსი სოფელ ბადიაურის მკვიდრს, ახალგაზრდა ბიჭს
დაუდგინდა, რომელიც თელავში, შემოსავლების სამსახურში მუშაობს.
თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული ახალგაზრდის დედა, რომელიც ბადიაურის
საჯარო სკოლის პედაგოგია. როგორც seqtri.ge-ს საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, პედაგოგს
ტესტს დღეს აუღებენ და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით
46 ადამიანი დაინფიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები