არჩილ თალაკვაძე - მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს - ირაკლი ხახუბიას [R]
„ჩვენ გვაქვს ხედვა განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები განახორციელა. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია და ყველანაირი პირობა არის შექმნილი ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის.

„ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა იმისთვის, რათა არსებობს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებას მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ პარლამენტის დასაკომპლექტებლად, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერებისთვის, არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ქვეყანაში დიამეტრალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის მოქალაქე და ადამიანი, ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვაში, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის, უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა ქვეყანაში, ენერგეტიკის სექტორი, სადაც 20-ზე მეტი ახალი ელექტროსადგური არის აშენებული და არაერთი პროექტი არის განხორციელების პროცესში, განათლების რეფორმა, სადაც ახალ თაობას უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლება მიეწოდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სიმბოლო იმ რეფორმების და სულისკვეთების, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებოდით ბიზნესს, რაც მთავარია, ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება დაცული. დღეს გვაქვს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემა და საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, ახლოა ევროკავშირთან, ნატოსთან და აქვს მტკიცე თანამშრომლობა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბევრი საქმე გაკეთდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებიც გააცნო და ამ კონტექსტში, ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, ვზრდით დაფინანსებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა მიმართულება, სახელმწიფოს ფუნქციონირების, მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმების მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერა დაუდასტურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას და მას წარმატებები უსურვა.

„ დღეს მაქვს პატივი, რომ საქართველოს პარლამენტიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო მართლაც კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი მხარის, თავისი ქვეყნის პატრიოტ ადამიანს, ირაკლი ხახუბიას. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ყოფილა არცერთი სესია, არცერთი საკომიტეტო კვირა, როდესაც იგი არ მოსულა და ფოთის საკითხები, ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხები არ მოეტანოს გადასაჭრელად, არ დაეყენებინა ეს მთავრობასთან, არ დაეყენებინა ეს კომიტეტის სხდომებზე. ამიტომ მე დღეს, ამ ოთხი წლის თანამშრომლობის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ის იქნება მომავალ პარლამენტში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი საზოგადოების. მას აქვს ძალიან საქმიანი და კარგი ურთიერთობები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პირადად, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, ამიტომ, ვინ, თუ არა სწორედ ირაკლი ხახუბია შეძლებს თქვენი საკითხების ყველაზე დროულად მიტანას და ყველაზე ეფექტურად გადაჭრას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინაიდან ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებდით და დღეს მომავლის გეგმებით, ოპტიმიზმით ვერ მოვიდოდით თქვენთან, რომ არა თქვენი ძლიერი მხარდაჭერა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 სექტემბრის დღის ბოლოდან
13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს
ქარის შკვალური გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.
14:35 / 11.09.2024
თიბისი ტექკოლა - ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის,
დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები,
გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის
რაც ნამდვილად აინტერესებს.
თიბისი ტექკოლა - ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.
17:23 / 10.09.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს,
ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
15:28 / 10.09.2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სარწყავ არხში 24 წლის ბიჭი
დაიხრჩო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სარწყავ არხში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.
15:08 / 10.09.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 32 °C
img
საგარეჯო 20 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 32 °C
img
სიღნაღი 20 / 34 °C
img
ლაგოდეხი 19 / 31 °C
img
ყვარელი 20 / 32 °C
img
თელავი 20 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 31 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.