სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სამი დღით დისტანციურად ისწავლიან
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული,  მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში ისწავლიან.
ჩხენკელის თქმით, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,-აღნიშნა მინისტრმა.


| Print |
FaceBook Twitter Google