თელავის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ პედაგოგს
დაუდასტურდა, ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი დაწყებითი კლასის
პედაგოგია.
ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი
ჰქონდა თვითიზოლაციაში იმყოფება, შენობაში კი სადეზინფექციო
სამუშაოები უკვე ჩატარდა.
ცნობისთვის, კახეთის რეგიონში covid-19-ის ლაბორატორიულად
დადასტურებული 150-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები