საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში საჯარო სკოლის პედაგოგი
კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგარეჯოს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ
დაუდასტურა.
-"დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა. მასთან კონტაქტში
მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია და სკოლა ონლაინ სწავლებაზე
გადავიყვანეთ," - აღნიშნა მანანა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსი ჯერ პედაგოგის შვილს დაუდგინდა, რომელიც
თელავში, შემოსავლების სამსახურში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები