ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება
ახალგაზრდობის სააგენტო წნორში „მოსწავლე ახალაგზრდობის ცენტრს“ ეწვია, სადაც კახეთში შერჩეული პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები,  სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.
სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან.

შეგახსენებთ, „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალაგზრდული საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.

პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. პროგრამის მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. 



| Print |
FaceBook Twitter Google