ლაგოდეხში ფლი მარკეტი მოეწყო
ახალგაზრდობის სააგენტო, საგრანტო კონკურსის ფარგლებში რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. დღეს სააგენტო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ეწვია.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში  ახალგაზრდებზე მიმართული პროექტი, „ლაგოდეხის ახალგაზრდული პლატფორმა ჩართულობისთვის“ გაიხსნა, რის ფარგლებშიც ღია სივრცეში ფლი მარკეტი მოეწყო.

ფლი მარკეტზე წარმოდგენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ნიმუშები. ღონისძიების მიზანია ადგილზე კულტურათშორისი დიალოგი და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებირვ ცხოვრებაში.

პროექტს ორგანიზაცია ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი - ამბრელა ახორციელებს, პროექტის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გააქტიურება, სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 


| Print |
FaceBook Twitter Google