საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ ტესტის პასუხი, მათ კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google