გურჯაანში უფასო სასადილოს მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის ა.ა.ი.პ- ი „თანადგომის“ მზარეული კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია speqtri.ge-ს ხელმძღვანელმა ზაზა ჯადუგიშვილმა დაუდასტურა.
ამ დროისთვის, უფასო სასადილოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

-"ეს ადამიანი სამზარეულოში მუშაობდა. მოსულები არიან ეპიდემიოლოგები და შესაბამის რეკომენდაციებს გვაძლევენ. ზუსტად ვერ გეტყვით, შესაძლოა ჩვენი სამსახური დროებით იზოლაციაში გადავიდეთ," - აღნიშნა ჯადუგიშვილმა. 


| Print |
FaceBook Twitter Google