საქართველოში დღეს კორონავირუსის 1595 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც
შეეხება კახეთის რეგიონს, აქ covid 19 კიდევ 17 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
-"თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335,
ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და
ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26,
სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0,"-
აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ
19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22
803-ს.
მასალის გამოყენების პირობები