ამ ეტაპზე 381 მძიმე პაციენტია, მათ შორის 77 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა-ბერდია სიჭინავა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ დროისთვის
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 381 მძიმე პაციენტია.
მათ შორის, თბილისში - 190 და აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში
კი - 12.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24
საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი
გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178
გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან,
თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო
ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო
სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26,
სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
0.“-განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები