ნოემბერში დღეში ალბათ 3-4 ათასი კოვიდინფიცირებული იქნება- პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ეპიდემიოლოგები ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ.

„ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნოზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა მან.  მისივე თქმით, ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google