დედოფლისწყაროში კორონავირუსით სამი პირი დაინფიცირდა
დედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული ქალი შემოსავლების სამსახურის კლასტერს მიეკუთვნება.
COVID -19 დაუდასტურდა ააგრეთვე სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ კაცს და დედოფლისწყაროს მკვიდრ ერთ ქალს. ისინი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მკურნალობას ბინაზე, თვითიზოლაციის პირობებში გადის.

| Print |
FaceBook Twitter Google