ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით იზოლაციაში მყოფმა 900–მდე პირმა მიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის იზოლაციაში მყოფმა 900–მდე მოქალაქემ მიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები.

იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. ოპერატორები 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3 000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან.


| Print |
FaceBook Twitter Google