სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ექიმებს კოვიდსიტუაციის მართვაში დაეხმარებიან
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტების გადამზადება მოხდება.
როგორც მან განმარტა, სტუდენტები საჭიროების შემთხვევაში ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან. მინისტრის თქმით, უფროსკურსელების ბაზა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება.

„უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას ერთგვარი, სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google