სოფელ პატარძეულსა და ბადიაურში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა
კახეთში, დღეს კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  დაინფიცირებულთაგან ერთი სოფელ პატარძეულში მცხოვრები კაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურში მუშაობს.
მეორე კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მკვიდრია. ის შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” თანამშრომელია.

საგარეჯოს მინიციპალიტეტში სულ 11 პირია ინფიცირებული, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს უკვე გადის. 36 მოქალაქე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google