ლაგოდეხში კორონავირუსით 60 წელს გადაცილებული კაცი გარდაიცვალა
ლაგოდეხის „არქიმედეს“კლინიკის ცხელების ცენტრში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.
კლინიკის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ყარალაშვილი ამბობს, რომ კაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველ ეტაპზევე მძიმე იყო, ექიმების მცდელობის მიუხედავად გადარჩენა  ვერ მოხერხდა.

მისი ინფორმაციით, დღეს ან ხვალ, ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკის ცხელების ცენტრს სტატუსი შეეცვლება და ის კოვიდკლინიკად გადაკეთდება.


| Print |
FaceBook Twitter Google