ნუკრიანის ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციულ შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია.
დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია ინვენტარი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





| Print |
FaceBook Twitter Google