კახეთის რეგიონში კორონავირუსის 61 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 61 ადამიანს დაუდასტურდა.  აქედან 5 შემთხვევა ყვარელშია, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში -1.
ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლის დირექტორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფილების 1 თანამშრომელს, გურჯაანის ერთ- ერთი სალონის სტილისტს, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის მედდას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის სამ პედაგოგსა და ერთ მოსწავლეს.

კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, დაინფიცირებულია დედა და მისი ორი შვილი,  ვირუსი აღმოაჩნდა თელავის საარჩევნო კომისიის წევრს, წინანდლის საჯარო სკოლის მდივანს, თელავის მე- 2 საჯარო სკოლის პედაგოგს, სამარშრუტო ტაქსის ერთ მძღოლსა და ერთ პენსიონერს.

დღეს კორონავიურსზე ტესტი 382 მოქალაქეს აუღეს, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.


| Print |
FaceBook Twitter Google