კახეთში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ის პენსიონერი იყო და თანხმლები დაავადებებით მოხვდა ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში.
კახეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 24 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 588 - ს მიაღწია. აქედან თელავი -182, დედოფლისწყარო -21, გურჯაანი- 141, სიღნაღი -49, ყვარელი -82, ლაგოდეხი - 54, ახმეტა -34, ხოლო საგარეჯო -25.


| Print |
FaceBook Twitter Google