ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თვითიზოლაციაში იმყოფება- ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაშია მთავრობის მეთაური, გიორგი გახარიაც იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google