სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სწავლა ოთხშაბათიდან განახლდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ სკოლის მოსწავლეები, რომელშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჯერ კიდევ ონლაინ რეჟიმში სწავლობენ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ასეთი 21 სკოლაა.
„ ეს სკოლები დროებით ისევ ონლაინ რეჟიმში იმუშავებენ, იმის გამო, რომ შენობებში ჩატარდეს შესაბამისი სამუშაოები დასუფთავება, დეზინფექცია, განიავება და ა.შ. ოთხშაბათიდან ბავშვები უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში გნაგრძობენ სწავლას, “-აღნიშნა მან speqtri.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით განათლების მინისტრის ბრძანებით, საქართველოში 1419 სკოლა ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google